|
2019-09-03 11:42:09, 1239 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: გიორგი გახარიას მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს მხარდაჭერა ექნება
გიორგი გახარიას მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს მხარდააჭერა ექნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „ნდობა და მხარდაჭერა გახარიას ექნება, მის წარმოდგენილ კანდიდატურებსაც ექნება მხარდაჭერა და საერთოდ სამთავრობო აქტივობები, სამთავრობო სტრუქტრების საქმიანობა იქნება ინტენსიფიცირებული და თითოეული საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა იქნება გაცილებით უფრო გაზრდილი თითოეული ადამიანის, ჩვენი ამომრჩევლის მიმართ. ეს არის ის რასაც ვგეგმავთ“, - აღნისნა ვოსლკიმ. რაც შეეხება, საზოგადოების იმ ნაწილს რომელიც გახარიას თანამდებობაზე ყოფნას მესამე თვეა აპროტესტებს, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ამის გარდა არსებობს საზოგადოების სხვა ნაწილიც, რომელსაც ხელისუფლებამ ანგარიში უნდა გაუწიოს. „საზოგადოების იმ ნაწილის გარდა, ვისთვისაც გახარიას პრემიერობა მიუღებელია, არსებობს საზოგადოების ის ნაწილიც, რომელიც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. რაც არ უნდა მცირე იყოს ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც გახარიას გადადგომას ითხოვენ, იმათაც პასუხი უნდა გაეცეთ რასაკვირველია, კომპეტენტური პასუხი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი თემა, რაც ჩვენ გვაღელვებს. მთავარი თემა არის შემდეგი, პოლიტიკურმა ოპოზიციამ, გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ტოლობის ნიშანი დასვას თავის დანაშაულებრივ მმართველობასა და 20-21 ივნისის დროს მომხდარი უბედურ შემთხვევებს შორის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)