04:15 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-02 18:57:58, 1136 ნახვა

პოლიტიკა
ანთაძე: საოკუპაციო ძალებმა მზაობა გამოხატეს დიალოგის გასაგრძელებლად, რაც დეესკალაციის მინიშნებად შეიძლება ჩაითვალოს

საოკუპაციო ძალის წევრებმა მზაობა გამოხატეს დიალოგის გასაგრძელებლად, რაც დეესკალაციის მინიშნებად შეიძლება ჩაითვალოს, - ამის შესახებ ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანთაძემ ერგნეთში, ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ანთაძემ აღნიშნა, საუბარი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა.

„როგორც მოგახსენეთ შეხვედრის დაწყებამდე, ეს ტექნიკური შეხვედრა გახლდათ რამდენიმე დღის წინ ჩორჩანაში გამართული ტექნიკური შეხვედრის გაგრძელება და კვლავ საუბარი ეხებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. დასაწყისშივე მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირებულ იქნა პოზიცია, რომ ჩვენ არ განვიხილავთ სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოხსნის ან გადატანის საკითხს. ამასთანავე გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რამაც, ჩემი აზრით, ჩაიარა კონსტრუქციულ ატმოსფეროში, მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა. რა ნაბიჯები შეიძლება იქნას გადადგმული, რათა მოხდეს ადგილზე სიტუაციის დეესკალაცია. ამ კონტექსტში შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში შედგეს კიდევ ერთი შეხვედრა, რაზეც გაგრძელდება ჩვენი მსჯელობები ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება წნელისს, მათ უბრალოდ დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრება საერთო კონტექსტში. ჩვენი მხრიდან კი იქ გაჟღერდა რომ იქ არის არაპროპორციული გადაადგილებები. დავაფიქსირეთ საკუთარი მოსაზრებები, რომ სიტუაციის დეესკალაციას არაფერი არ უდგას წინ. ვინაიდან პოლიციიის საპოლიციო საგუშაგო წარმოუდგენელია, რომ იყოს რაიმე საფრთხის შემცველი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

საუბარი წარიმართა მართლაც კონსტრუქციულ რეჟიმში, არ ჰქონია ადგილი დაძაბულობას. მართალია რჩება გარკვეული დივერგერციები ჩვენ პოზიციებზე. მაგრამ მათ თავად გამოხატეს მზაობა რომ გავაგრძელოთ დიალოგი აღნიშნულ ფორმატში, მე ვგულისხმობ ტექნიკურ შეხვედრას, რაზედაც ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვართ. თავად მზაობა დიალოგის გაგრძელებაზე ალბათ უკვე შეიცავს კონკრეტული მინიშნებებს, რომ არის გარკვეული მზადყოფნა მოხდეს ადგილზე სიტუაციის დეესკალაცია“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics