|
2019-09-02 16:32:14, 1071 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: საქართველოში წელგამართული და თავაწეული ვივლი
„მე ძალიან ბევრს დავდივარ საქართველოში და ასევე გავაგრძელებ სიარულს. მე ვივლი წელგამართული, თავაწეული, იმიტომ რომ მე რასაც ვაკეთებდი, ეს ყოველთვის ემსახურებოდა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს უმთავრეს გამოწვევად კვლავ სიღარიბე და ოკუპაცია რჩება. რაც შეეხება, ჩემს პრემიერობის პერიოდს, ყველაზე ნაკლები, რასაც მე ცხოვრებაში ვისურვებდი არის ის, რომ დღეს ჰქონდეს ვინმეს ჰქონდეს ეიფორია, რომ მამუკა ბახტაძემ ყველაფერი შესძლო. იმიტომ, რომ ეს ეიფორია მართლა იქნება ყოველგვარი შინაარსისგან დაცლილი. თქვენ თვითონ თავად ახსენეთ ის პრობლემები, რაც გვაქვს ქვეყანაში და შეიძლება თუ არა ვუწოდოთ ხელისუფლებას ვუწოდოთ წარმატებული, როდესაც ორი( სიღარიბე და ოკუპაცია) ყველაზე დიდი პრობლემა არის აქტუალური. დღეს მე ვარ ამაყი, რომ მე შევძელი, რომ ჩვენს პოლიტკურ გუნდთან ერთად და საერთაშორისო პარტნიორების სრული მხარდაჭერით, გაგვეკეთებინა ის, რომ ამ ქვეყანას აქვს სტრატეგიული განვითარების ჩარჩო და მიუხედავად მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა, ქვეყანა განვითარდება მდგრადად და ექნება გაზომვადი და რეალისტური მიზნები, თუ როგორ უნდა მოხდეს, რომელიც დღეს არის ჩვენი ქვეყნის წინაშე“, - აღნიშნა ბახტაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)