|
2019-09-02 16:28:16, 1164 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: მე მოვედი კონკრეტული მიზნით და ეს მიზანი უკვე შესრულებულია
„მე მოვედი კონკრეტული მიზნით, კონკრეტული მანდატით და ეს მიზანი არის შესრულებული“, - ასე უპასუხა უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შეკითხვას, თუ რატომ მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. როგორც ბახტაძემ განმარტა, მისი მთავარი ამოცანა სტრატეგიული განვითარების ჩარჩოს შექმნა იყო, რომელიც უკვე დანერგილია. „უფრო მეტიც, მე გითხარით, რომ პირველი საუბარი ამ საკითხთზე დავიწყე ბიძინა ივანიშვილთან გაზაფხულის ბოლოს და ეს გაგრძელდა რამდენიმე თვე. აქაც ჩემი პასუხი არის ძალიან მარტივი - მე როდესაც ამირჩიეს ამ პოსტზე ეს არ იყო განპირობებული იმით, რომ რაღაც არაჩამოყალიბებული და არაგაზომვადი მიზნები ჰქონოდა ჩემს მინისტრთა კაბინეტს, არა, მე ამ პოსტს სხვანაირად არც დავთანხმდებოდი. ეს იყო გაკეთებული კონკრეტული მიზნების მისაღწევად, ამაზე ვრცლად ვისაუბრე დღეს, მაგრამ გავიმეორებ: ჩვენი ამოცანა იყო, რომ შეგვექმნა სტრატეგიული განვითარების ჩარჩო, დაგვეწყო მისი დანერგვა და უზრუნველყოფილი ყოფილი მისი მდგრადობა, ეს გაკეთდა. შესაბამისად, უკვე გაზაფხულის ბოლოს, მქონდა იმის შესაძლებელობა, რომ ამ საკითხის ინიცირება თავად გამეკეთებინა. ისიც შემიძლია გითხრათ, რომ თავიდან, როდესაც იყო ჩემი მხრიდან ესეთი საუბრები, რა თქმა უნდა არ იყო თავდაპირველადვე თანხმობა, იყო აზრთასხვადასხვაობა. ეს ყველაფერი რამდენიმე თვე გაგრძელდა. გუშინ გვქონდა საბოლოო კონსულტაცია, სადაც უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება. ამაზე კონსულტაციები იყო პარტიის ოფისში და არსად სხვაგან. აქ რაღაც კონსპირაციის თეორიის ძებნა არ არის საჭირო, მიმდინარეობს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)