03:21 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-02 13:30:25, 1216 ნახვა

პოლიტიკა
აბესაძე: ივანიშვილს სჭირდება პრემიერი, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს მის გავლენებს უფრო განუმტკიცებს

 „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ირაკლი აბესაძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მამუკა ბახტაძის გადადგომას ეხმაურება.

როგორც აბესაძემ აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრემიერის თანამდებობა შესაძლოა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დაიკავოს, ივანიშვილის მავნებლური ნაბიჯი იქნება.

„ივანიშვილი არაერთხელ დაპირისპირებია ქართულ საზოგადოებას და მათი ინტერესებისა და მოთხოვნების საწინააღდეგოდ არაერთი მავნებლური ნაბიჯი გადაუდგამს. ივანიშვილის მოტივაცია ამ შემთხვევაში შესაძლოა სხვადასხვანაირად აიხსნას. ერთი არის, რომ ამ ადამიანს უბრალოდ საერთოდ არ ესმის და რეალურად ვერც ვერასდროს ვერ ხვდებოდა იმ პრობლემებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, სწორედ ამიტომ იყო მისი გადაწყვეტილებები ბევრ შემთხვევაში არაადეკვატური და ამ შემთხვევაშიც მას არ აქვს წარმოდგენა რამხელა დანაშაული აქვს გახარიას ჩადენილი საზოგადოების წინაშე და მეორე, ის რომ მისი მთელი ძალაუფლება მთლიანად დგას ძალოვნებზე და დაკომპლექტებულია მთლიანად მისი ერთგულების მქონე ადამიანებით. ივანიშვილს სჭირდება პრემიერი, რომელიც  კიდევ  უფრო მეტად მორჩილი იქნება და კიდევ უფრო მეტად განუმტკიცებს მის გავლენებს ძალოვან სტრუქტურებს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics