|
2015-07-10 17:35:35, 712 ნახვა
საზოგადოება
არქიმანდრიტი ილია კარტოზია ზღვაზე განსაკუთრებული სიმამაცისათვის აღიარების სიგელით დაჯილდოვდა
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მამა ილია კარტოზია, ზღვაზე გამოვლენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის, დაჯილდოვდა აღიარების სიგელით (Certificate of Commendation). საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიგელის გადაცემის ცერემონია მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში, საბჭოს 28-ე რიგგარეშე სესიის გახსნის დღეს შედგება. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის საბჭოს 114-ე სხდომის ფარგლებში გენერალურმა მდივანმა კოჯი სეკიმიცუმ სხდომას წარუდგინა საგანგებო კომისიის გადაწყვეტილება, ზღვაზე განსაკუთრებული სიმამაცისათვის 2015 წლის ჯილდოების მინიჭების (IMO Award for Exceptional Bravery at Sea 2015) გადაწყვეტილების შესახებ. აღნიშნულ ჯილდოზე საქართველოს მიერ წარდგენილი იქნა ქართველი მღვდელი ილია კარტოზია, რომელიც დაიღუპა იტალიურ ბორანზე Norman Atlantic-ზე გაჩენილი ხანძრის დროს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)