20:14 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 16:47:40, 564 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის 31-მა ბენეფიციარმა ინგლისური ენის სამთვიანი კურსი დაასრულა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ჯონი კვინიკაძე და დირექტორის მოადგილე გიორგი პაპავა ინგლისური ენის შესწავლის ჯგუფის მონაწილეებს შეხვდნენ.

ცენტრის ინფორმაციით, ენის შემსწავლელ სამთვიან კურსს 9 მოხალისე პედაგოგი უძღვებოდა.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის ჯონი კვინიკაძის განცხადებით, ბენეფიციართა განათლების სერვისის მიწოდების  უწყვეტობის  მიზნით, ცენტრის ბაზაზე ინგლისური ენის შემსწავლელი ჯგუფები შეიქმნა.

„ჯგუფებში ბენეფიციარები დაკომპლექტდნენ ასაკისა და ინგლისური ენის ცოდნის დონის მიხედვით. ინგლისური ენის ჯგუფები შეიქმნა თბილისში,  ქუთაისსა და გორში. პროექტში ჩაერთო 31 ბენეფიციარი, რომლებმაც სამთვიანი კურსი უფასოდ გაიარეს“, - განაცხადა ჯონი კვინიკაძემ, რომელმაც მოხალისე პედაგოგებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

სამთვიანი სასწავლო კურსი გაიარეს „ყოფილ პატიმართა რაებილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ მონაწილეებმა, მათი ოჯახის წევრებმა, დანაშაულის ჩადენის რისკ ჯგუფს მიკუთვნებულმა არასრულწლოვნებმა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარებმა პროექტის ორგანიზატორებს უცხო ენის შესწავლის კურსების სამომავლოდ გაგრძელების თხოვნით მიმართეს. ინგლისური ენის გაკვეთილები დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და მედიაციის სახლის ოფისებში მიმდინარეობდა. შეხვედრის დასასრულს ჯონი კვინიკაძემ და გიორგი პაპავამ მოხალისე პედაგოგებს მადლობის სიგელები, ხოლო ბენეფიციარებს სერტიფიკატები გადასცეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცენტრის ბენეფიციარებისთვის ინგლისური ენის უფასოდ შესწავლის ჯგუფები სექტემბრიდან განახლდება. პროექტში ჩართულმა მოხალისე პედაგოგებმა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი კვლავ გამოთქვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics