03:18 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 16:48:55, 1768 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი: კრიტიკული სიტუაციიდან მშვიდად გამოსასვლელად ყველა მექანიზმი ამოქმედებულია

„პარტნიორები არიან სრულად ინფორმირებულნი და მათი მხრიდან ამოქმედებულია ყველა მექანიზმი იმისათვის, რომ ამ ვითარებიდან გამოვიდეთ მშვიდად, გართულებების გარეშე - ამის შესახებ საქრათველოს საგარეო სამეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით,  დიპლომატიური უწყება 24 საათიან  მუდმივ კონტაქტზეა  ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან და  ხდება მათთვის ინფორმაციის მიწოდება ბოლო განვითარების შესახებ.

„გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში მთელი  დიპლომატიური უწყება იყო მუდმივ კონტაქტზე ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ხდებოდა მათთვის ბოლო განვითარების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.  ჩემი ყველა პარტნიორი არის დეტალურად ინფორმირებული და  მათი მხრიდანაც არის ყველა მექანიზმი ამოქმედებული იმისთვის, რომ ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოვიდეთ მშვიდად. ვითარების დეესკალაცია აუცილებელია. ყველა, ვინც კი ჩართულია ამ პროცესში და მე მხედველობაში მაქვს ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლები, მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ამ სიტუაციას და ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფორმატში მონაწილეობისას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოიჩინონ, რადგანაც სიტუაციის ესკალაციაზე პასუხისმგებელი იქნება ძალა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე", -  განაცხადა მინისტრმა.

 მისი განცხადებით ვითარების დარეგულირებაში ჩართულია  ყველა სუბიექტი, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მექანიზმის მონაწილეები

„ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ამ წუთებშიც შეხვედრაზე იმყოფება. ასევე ევროკავშირის მისია, მე მაქვს ჩემ კოლეგებთან კომუნიკაცია, ისინიც არიან ინფორმირებული. ამ სიტუაციაში აუცილებელია განსაკუთრებული სიმშვიდე შევინარჩუნოთ, არ მივცეთ შესაძლებლობა იმ ძალებს, რომელთაც სურთ სიტუაციის დაძაბვა, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს კონტროლის ჩარჩოებიდან. ამიტომ ჩვენი  მხრიდან ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი", -  განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანი სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს ნიდერლანდების სამეფოს ახლად დანიშნული ელჩთან შევხედრის დასრულების შემდეგ გამოემხაურა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics