03:19 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 14:22:05, 1339 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი ჩორჩანას ვითარებაზე: ჩვენთვის ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია

 „ჩვენთვის ულტიმტუმის ენით საუბარი მიუღებელია“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი  გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს სიტუაციის დეესკალაციისთვის.

„მინდა გამოვეხმაურო სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებს, ჩვენთვის ულტიმატუმის ენით საუბარი არის სრულიად მიუღებელია. იქ ჩვენი უსაფრთხოებისა თუ შესაბამისი უწყების მიერ დაწყებული საქმიანობა უნდა მივიდეს ბოლომდე და შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, იმისთვის რომ იქ დაწყებული საქმე მივიდეს ბოლომდე, რათა დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები რამდენადაც საჭიროა ბლოკ-პოსტის მშენებლობა, რომელიც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი ულტიმატუმის ენით საუბარი არის სრულიად მიუღებელი. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, იმ მისიებთან, რომლებიც პროცესს აკვირდებიან, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. სწორედ მათთამ ერთად შევძლებთ ყველა საკითხის დიდი პასუხისმგებლობით მოგვარებას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics