03:19 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 13:16:32, 1312 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: მხარს ვუჭერთ პოლიციის პოსტის შენარჩუნებას, ხელისფლებამ მტკიცედ უნდა იმოქმედოს

 „ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტია მთლიანად ვუჭერთ მხარს ამ პოსტის შენარჩუნებას და ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ძალიან მტკიცედ, მშვიდად და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, არ მისცეს საოკუპაციო ძალას ვითარების გამწვავების საშუალება“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე სოფელ ჩორჩანაში არსებულ ვითარებას.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა,  მისი პოლიტიკური გუნდი მხარს უჭერს საპოიციო ბლოკ-პოსტის შენარჩუნებას, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან სიმშვიდეს უზრუნველყოფენ.

„საოკუპაციო ძალა, რომელიც არღვევს ყველანაირ კანონს და სამართალს, რომელიც აგრძელებს ოკუპაციას, რომელიც ღობავს ჩვენს სოფლებს, რომელიც იტაცებს ადამიანებს, “გაღმა შეედავეს” პრინციპით ცდილობს ახლა ქართულ მხარეს გააუქმებინოს სრულიად კანონიერი პოლიციის საგუშაგო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ უნდა დავთანხმდეთ და რა თქმა უნდა, არამხოლოდ ეს კონკრეტული საგუშაგო უნდა იქნეს შენარჩუნებული, არამედ უნდა აღდგეს სხვა საპოლიციო პოსტებიც, რომელიც გაუქმებული იქნა ბოლო წლების განმავლობაში. ქართული პოლიციის ყოფნა არის აუცილებელი წესრიგის და მშვიდობის დაცვისთვის, ქართული პოლიციის ყოფნა არის აუცილებელი ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამიტომ ამ კონკრეტულ საკითხს ჩვენ, როგორც ოპოზიციური პარტია მთლიანად ვუჭერთ მხარს ამ პოსტის შენარჩუნებას და ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ძალიან მტკიცედ, უნდა იმოქმედოს მშვიდად და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროკავშირის მისიასთან ერთად არ მისცეს საოკუპაციო ძალას ვითარების გამწვავების საშუალება ისე, რომ უკან არ დავიხიოთ. პოსტი უნდა იქნეს შენარჩუნებული, სხვა პოსტებიც უნდა აღდგეს და დარწმუნებული ვარ, რომ მტკიცედ და მშვიდად მოქმედების შემთხვევაში, ჩვენი უცხოელი პარტნიორების ჩართვის შემთხვევაში არანაირი ნეგატიური შედეგი ამას არ მოყვება და პირიქით ეს პოსტები უზრუნველყოფს საოკუპაციო ხაზთან სიმშვიდეს, სტაბილურობას და მეტ დავულობას“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics