|
2019-08-30 13:08:45, 1263 ნახვა
პოლიტიკა
ზარდიაშვილი: გავრილოვის ჩამოსვლაზე არაფერი ვიცოდი - თუმცა ის და ხოშტარია თავმჯდომარის სკამზე უცბად მოხვდნენ
სერგეი გავრილოვი და ელენე ხოშტარია პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე უცბად მოხვდნენ - ხოშტარიას “მგიმოში“ პოლიტ-ტექნოლოგიები საკმაოდ კარგად უსწავლია, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე სამოქალაქო აქტივისტებს, რომელთაც წარწერები: „სირცხვილია“ მიიტანეს. როგორც ზარდიაშვილმა აღნიშნა, მან დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით არაფერი იცოდა. „მოდი, მე თქვენ თვალებს აგიხელთ, მე გავრილოვის ჩამოსვლაზე არაფერი ვიცოდი. ის პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ისე ავიდა, რომ არაფერი ვიცოდი, მაგრამ ელენე ხოშტარია საქართველოს დროშით ხელში, ზუსტად ორ წამში იქ გაჩნდა , ძალიან ოპერატიულად. გავრილოვი და ელენე ხოშტარია პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე უცბად მოხვდნენ. ეს გადაეცით ელენე ხოშტარიას, მას “მგიმოში“ პოლიტ-ტექნოლოგიები საკმაოდ კარგად უსწავლია“, - მიმართა სამოქალაქო აქტივისტებს ვანო ზარდიაშვილმა. გარდა ამისა, სირცხვილიას“ წარმომადგენლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძემ 20 ივნისის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა, რასაც კამათი მოჰყვა. „72 დღეა საქართველოში არის სირცხვილი. 72 დღეა დუმხართ და კითხვებს არ სცემთ პასუხს. ქალბატონო სოფო, 72 დღეა თქვენ ხართ სირაქლემას პოზიციაში და ემალებით პრობლემას! გაფრთხილებთ, გეუბნებით წინასწარ და შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ანონსი, დღეიდან ყოველდღიურად იგრძნობთ, რომ თქვენი საქციელი, ის რაც მოხდა 20 ივნისს და რაც ხდება მას შემდეგ, არის სირცხვილი“, - მიმართა კამპანია “სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თამარ კაკაბაძემ კილაძეს. საპასუხოდ, კილაძემ სამოქალაქო აქტივისტს განუცხადა რომ ის წარმოადგენს ოპოზიციას და არის ელენე ხოშტარიას თანაშემწე. „ძალიან კარგია, რომ ელენე ხოშტრიას თანაშემწეს ძლევა პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა“, - განაცხადა კილაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)