|
2019-08-29 13:19:51, 1432 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაშვილი: ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ქურდების პრეზიდენტია
„სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის უსინდისო, უპასუხისმგებლო და არ არის ჩვეულებირივი მოქალაქეების პრეზიდენტი, ის არის ქურდების პრეზიდენტი“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ირმა ნადრიაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულ ამაზ დევაძის შეწყალების ფაქტს. როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება არყევს სახელმწიფოს ფუნდამენტს, შესაბამისად, პოლიციელები და მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობენ. „სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის უპასუხისმგებლო ადამიანი, როდესაც პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულმა ოთხი წელი გაატარა 12 წლის ნაცვლად და პრეზიდენტმა გადაწყვიტა მისი შეწყალება. ასეთი საკითხები არყევს სახელმწიფოს ფუნდამენტს, ასეთი გადაწყვეტილებების გამო პოლიციელები ვერ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები ვერ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ, რადგან პოლიციის ვალია საქართველოს მოქალაქეების დაცვა. იმისთვის, რომ უფრო კარგად იყოს კონტრასტი წარმოჩენილი, მინდა, შეგახსენოთ, რომ ამ ფონზე ციხეში ზის მამალაძე, რომლის დანაშაულზეც არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, ჩაიდინა თუ არა მან ეს დანაშაული და ეს საქმე არის ძალიან ბუნდოვანი. ციხეში ზის ბატონი ნაკანი, რომელიც არის სპეცრაზმის უფროსი, ადამიანი რომელიც არაერთი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელია, რომელიც საკუთარი მკერდით იცავდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის უსინდისო, უპასუხისმგებლო და არ არის ჩვეულებრივი მოქალაქეების პრეზიდენტი, ის არის ქურდების პრეზიდენტი, რადგან შეწყალებული სწორედ ბატონი ლავას ოღლის, ე.წ. ავტორიტეტის გუნდის წევრია. ის არის ლავას ოღლის დაჯგუფების წევრი, კრიმინალური ავტორიტეტის, რომელიც აგვარებს შავ საქმეებს ბათუმში და ეხმარება არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“. როდესაც შენ იყენებ კრიმინალურ სამყაროს არჩევნებზე, ცხადია, ვალში ხარ მასთან და სწორედ ამ ვალის გადახდად შეგვიძლია, შევაფასოთ დევაძის შეწყალება“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, შეიწყალა კაცი, რომელმაც ბათუმში 22 წლის პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მოკლა. მკვლელობა 2014 წლის 27 დეკემბერს ღამის კლუბ "ლეგასში" მოხდა. მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძეზეა, რომელიც 2015 წლის თებერვალში სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან საქართველოს დატოვებას ცდილობდა, თუმცა ის პოლიციამ დააკავა. რამაზ დევაძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12-წლიანი თავისუფლებსი აღკვეთა მიუსაჯა. მისჯილი სასჯელიდან დევაძემ მხოლოდ 5 წელი მოიახადა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)