|
2019-08-26 14:14:49, 1363 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: გუნდში ბიძინა გეგიძის გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა
„ბიძინა გეგიძის გარიცხვაზე საუბარი გუნდში არ ყოფილა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბიძინა გეგიძის განცხადებები, რომ ქვეყანაში კანონი არ არსებობს, აბსურდია. „ბიძინა გეგიძის განცხადებები არ მომისმენია, ამიტომ შეფასება გამიჭირდება. ის, რომ ქვეყანაში კანონი არ კანონობს, ამას ვერ დავეთანხმები, აბსურდი და მოგონილია. სისულელეს დავარქმევდი. 2012 წლის შემდეგ ცვლილებები, რაც განხორციელდა, არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. შეიძლება შეცდომები ჩვენც გვაქვს, შეიძლება ქვეყანაში ბევრი მიმართულებითაა პრობლემები, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ხვალინდელი საქართველო იყოს უკეთესი. გუნდში მის გარიცვხაზე მსჯელობა არ ყოფილა“, - აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)