2019-08-24 14:13:11, 1460 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღე ულოცავს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ უკრაინას! საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. მხარს ვუჭერთ აყვავებული ევროპული სახელმწიფოს შენების თქვენეულ განზრახვას! დიდება უკრაინას“, – წერს პრემიერი.

ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან