20:56 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-22 14:27:00, 1568 ნახვა

პოლიტიკა
ხუხაშვილი: ხელისუფლება პოლიტიკურ აფექტშია, მუდმივად ერთი თემის მეორეთი გადაფარვა სჭირდება

ექსპერტი გია ხუხაშვილი TV  პირველის მფლობელის, ვატო წერეთელის მამის, ავთანდილ წერეთელისთვის ბრალის წარდგენას ხელისუფლების მხრიდან აქტუალური თემების გადაფარვის მცდელობად აფასებს.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება პოლიტიკური აფექტის მდგომარეობაშია.

„ხელისუფლება მუშაობს პოლიტიკური აფექტის მდგომარეობაში. მუდმივად სჭირდება, რომ იყოს შეტევაში -  ერთი თემა მეორეთი გადაფაროს, მეორე მესამეთი და არ მისცეს საზოგადოებას დამშვიდების, დაწყნარების და ჩვეულებრივი პოლიტიკური დღის წესრიგით სვლის საშუალება. რადგან გუშინ, რუსთავი 2-შისრული ფიასკო განიცადეს, დღეს რაღაცა სჭირდებოდათ, რომ თემა გადაეფარათ და დღეს ვნახეთ, რაც ვნახეთ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტმა თიბისი ბანკის დამფუძნებლების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის პროკურატურაში დაბარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ბრალი გადაკვალიფიცირდა, ეს მართლმსაჯულების სისტემის სრული ფიასკო იქნება.

 ყველაზე სკანდალური დღევანდელ ისტორიაში არის პროკურატურის განაცხადი ბრალის დაზუსტებასთან დაკავშირებით. საუბარია 2-3 ტრანზაქციაზე, წელიწადზე მეტია იძიებენ და ახლა ამბობენ, ბრალი უნდა დავაზუსტოთო. ახლა, აქ იგულისხმება ის, რომ ვაშლის მოპარვა რადგან ვერ დაგიმტკიცე, მსხლის მოპარვაზე უნდა გედავო, თუ რა იგულისხმება,  ალბათ ამას დღეს  გავარკვევთ. თუ ეს ასე მოხდა და საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა, ეს არის სრული ფიასკო და კატასტროფა მთელი მართლმსაჯულების სისტემისთვის“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა TV პირველის ეთერში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics