20:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-21 20:53:06, 1229 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - ოკუპაცია არის გამოწვევა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს

ჩვენთვის ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, ეს არის საკითხი, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა გვაერთიანებდეს, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს ჩვენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში ჯურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოკუპაციასთან ბრძოლა არის რთული პროცესი, რომელიც პრინციპულ მიდგომებს და სწორ და ეფექტურ სტრატეგიას მოითხოვს.

„ბუნებრივია, ამ სტრატეგიაში საერთაშორისო თანამეგობრობის როლი უმნიშვნელოვანესია და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული როლი. ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო პლატფორმას იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება უმოკლეს ვადებში, ვინაიდან, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალა განაგრძობს თავისი საოკუპაციო ნაბიჯების გადადგმას. ჩვენი მხრიდან უნდა იყოს პრინციპული პოზიცია და უნდა იყოს ერთსულოვნება და ერთად დგომა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმთ, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნას განსაკუთრებული პირობები, რათა თითოეული მათგანი გრძნობდეს სახელმწიფოს მხარდაჭერას. 

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში. მე გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინე ჩვენი მოქალაქეებისგან, თუ რა გვაქვს დამატებით გასაკეთებელი და ამას აუცილებლად უზრუნველვყოფთ. მინდა ხაზი გავუსვა ადგილობრივი მოსახლეობის განწყობას, მათ მხნეობას და პრინციპულობას, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის, პირველ რიგში ჩემთვის არის ძალიანმნიშვნელოვანი. ეს არის ის გადამდები მუხტი და ენთუზიაზმი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს  უნდა აერთიანებდეს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics