20:53 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-21 14:51:56, 1055 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: ჟურნალისტებმა რომლებმაც პოსტები დატოვეს, უნდა აღიარონ რომ მათი მიზანი R2-ის წინააღმდეგ გალაშქრება იყო

არცერთი კომპანია არ დაუშვებს იმას, საკვანძო პოსტებზე მყოფი თანამშრომლები ღიად აცხადებდნენ, რომ ამ კომპანიის დანგრევაში მიიღებენ მონაწილეობას -  ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ტელევიზია რუსთავი 2-დან ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ გააკეთა, რის შემდეგადაც პოსტი რამდენიმე ჟურნალისტმა საკუთარი ნებით დატოვა.

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტები, რომლებმაც ტელევიზია საკუთარი ნებით დატოვეს,  კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთან ერთად რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ომში ჩაებნენ.

„კონკრეტულმა ადამიანებმა, მათ შორის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა გამოაცხადეს, რომ  იბრძოლებენ და მათი მთავარი მიზანი რუსთავი 2-ის დანგრევა იქნება. ადამიანებმა, რომლებიც აქამდე რჩებოდნენ თავის პოსტებზე, განაცხადეს, რომ ამ ბრძოლაში მიყვებიან ყოფილ გენერალურ დირექტორს. არცერთი კომპანია,  არც ნებისმიერი სხვა დაწესებულება არ დაუშვებს იმას, რომ საკუთარ კომპანიაში, საკვანძო პოსტებზე მყოფი თანამშრომლები ღიად აცხადებდნენ, რომ ამ კომპანიის დანგრევაში მიიღებენ მონაწილეობას. აქ რუსთავი 2-ის კრიტიკულობა არაფერ შუაშია. მე პირადად, საერთოდ არ მიმაჩნია, რომ რუსთავი 2 კრიტიკული ტელევიზიაა ეს არის პარტიული ტელევიზია ხოლო ყველა სხვა ტელევიზია შეიძლება იყოს კრიტიკული ტელევიზია.

რუსთავი 2-ის იმ ჟურნალისტებმა რომლებმაც დატოვეს პოსტები, ისიც უნდა აღიარონ რომ მათი მიზანი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გალაშქრება და გვარამიას ბრძოლაში მონაწილეობა იყო“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics