19:49 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-20 21:51:11, 1108 ნახვა

პოლიტიკა
კურიერის წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა რუსთავი 2 დატოვეს

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2" -ს წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა ტელეკომპანია დატოვეს. 

"დღეს მე იძულებული ვარ გითხრათ ნახვამდის. ჩვენ ვიომეთ თუმცა დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ მოახდინა არხის ოკუპაცია. ჩვენ წაგვართვეს თავისუფალი სიტყვა. მე არ ვიმუშავებ ტელევიზიაში საიდანაც ვეღარ გეტყვით რეალურად რა ხდება ქვეყანაში, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება. ამიტომაც ვტოვებ ადგილს, რომელიც იყო ჩემი მეორე სახლი. ვტოვებ ჩემს საყვარელ კურიერს და ადამიანებს რომლებთან ერთადაც 13 წელი ვიცხოვრე. წარმატებები ყველა "რუსთავი 2-ელს" და მას, ვინც აქ, ჩემს ადგილას დაჯდება და ყოველ საღამო ეტყვის ქვეყანას რომ "ეთერშია "კურიერი." და ბოლოს, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ვაკეთებდი ქვეყნის ყველაზე რეიტინგული არხის ყველაზე მაგარ საინფორმაციო გამოშვებას და რა თქმა უნდა მადლობა თქვენ ჩემ მაყურებელს, მადლობა ნდობისთვის მადლობა რომ ირჩევდით რუსთავი ორს. მე გემშვიდობებით, შევხვდებით სხვა სივრცეში და სხვა არხზე. ქვეყნის გადარჩენისთვის ომი გრძელდება“, - განაცხადა დიანა ჯოჯუამ.

მიხეილ სესიაშვილი მაყურებელს დაემშვიდობა  და აღნიშნა, რომ "რუსთავი 2-ში" ტოტალური წმენდა დაიწყო.

"წითელი ხაზები გადაკვეთილია. "რუსთავი 2-ში" ტოტალური წმენდა დაიწყო. ეს ჩემთვისაც დასასრულია, დასასრული ისეთი "რუსთავი 2-ის," რომელიც მიყვარდა და რომელსაც აფასებდა მაყურებელი 12 წლის განმავლობაში ვმუშაობდი გუნდდთან, რომელიც გაცილებით მეტი იყო ვიდრე სამსახური, რომელიც იყო ოჯახი, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანების ერთობა, ბრძოლაში გამოწრთობილი ადამიანების ერთობა, რომელიც ქმნიდა თავისუფალ სივრცეს ამ ქვეყანაში და საუკეთესი სატელევიზიო პროდუქტს. მე დღეს ვტოვებ "რუსთავი 2-ს," მაგრამ ვიტოვებ იმედს რომ ისევ შევხდებით ბრძოლა გრძელდება უკეთესი მომავლისთვის, თავისუფალი საქართველოსთვის,“ - განაცხადა მიშა სესიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics