18:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-16 14:41:52, 1087 ნახვა

პოლიტიკა
ციხელაშვილი - ყველას გასაგონათ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ სიმახინჯეს, ოკუპაციას

ყველას გასაგონათ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ სიმახინჯეს - ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა შერიგების საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა, რომელიც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფება, სადაც საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა დამატებითი უკანონო მავთულხლართები გააბეს.

ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო იმ ადამიანებს დაეხმაროს და გვერდით დაუდგეს, ვინც ბორდერიზაციის პროცესის გამო ზარალი განიცადა.

„ამ კონკრეტულ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვთ ტრაგედია და დრამა. თქვენ თვითონაც ნახეთ, რა მდგომარეობაშია ის ხალხი, რომელთაც არა მხოლოდ სახლებთან მიახლოება ეშინოდათ აქ ომის შემდგომ, აქ ბევრი სახლი 2008 წლიდან საოკუპაციო ხაზს მიღმა არის და ადამიანები საკუთარ მიწაზე დევნილებად იქცნენ, ნახეთ, მთელი სოფლისთვის ემოციურად რა მძიმეა. ჩემი და ყველა სახელმწიფო სტრუქტურის ამოცანა ის არის, რომ ერთის მხრივ, ეს პროცესი შევაკავოთ და ამისთვის ყველა ხელთ არსებული მექანიზმი გამოვიყენოთ, და, მეორეს მხრივ, ამ ხალხს დავეხმაროთ. ახლა ვლაპარაკობდით სარწყავ სისტემაზე. 2013 წლიდან არა მარტო ამ, არამედ ყველა სოფელში, რომელიც გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარეობს, სპეციალური პროგრამა გვაქვს, რომლითაც  სოფლის და ადგილობრივების  საჭიროებების დაკმაყოფილებას ვცდილობთ, იქნება ეს წყალი, გაზი, სწავლის ვაუჩერი და  ა.შ. ასევე, დღეს, მინდა კონკრეტულ ადამიანებს, რომელმაც რაიმე ზარალი განიცადეს, დაველაპარაკო იმაზე, როგორ დავუდგეთ მათ გვერდით. აუცილებლად უნდა გავმაგრდეთ და ყველას გასაგონათ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, აუცილებლად დავამარცხებთ ამ სიმახინჯეს. ძალიან პრინციპულად მივუდგებით, არ მოვეშვებით, ყველა დიპლომატიურ და სამშვიდობო გზას გამოვიყენეთ, რაც აუცილებელია რომ ეს ყველაფერი დასრულდეს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics