|
2015-07-09 14:06:40, 502 ნახვა
საზოგადოება
ხულოს მუნიციპალიტეტში 72 ბინიანი 3 სოციალური სახლი შენდება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით, დაბა ხულოში, ვაშლოვანის დასახლებაში სამი 72 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. მშენებლობის პრეცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე გაეცნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი ბლოკის მონტაჟი უკვე დასრულებულია. „მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები. მშენებლობის პროცესშია მესამე ბლოკი. მშენებლობა 2015 წლის ნოემბრისათვის დასრულდება. დასაქმებულია ძირითადად 50 ადამიანი, ხოლო სხვადასხვა სამშენებლო ბრიგადების დამატების შემთხვევაში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება 70-75 კაცამდე“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. ხულოში ვიზიტის ფარგლებში მთავრობის წევრები იმ ეკომიგარანტ ოჯახებს შეხვდნენ, რომლებიც ჩართული არიან სახელმწიფო პროგრამაში და უახლოეს პერიოდში მათთვის საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე სახლების შესაძენად 20 000 ლარი გამოიყოფა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აჭარის რეგიონში მცხოვრებ 27 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე შეუსყიდა. ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რეგიონალური განვითარებისა და სოციალური დახმარების ცენტრსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს შორის 2014 წლის თებერვალის საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში 18 ეკომიგრანტი ოჯახისათვის შესყიდული იქნა საცხოვრებელი ფართები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)