|
2019-08-14 15:22:56, 1900 ნახვა
ეკონომიკა
„დოპელმაიერის" რეგიონული კოორდინატორი: გვიხარია, რომ საქართველო კიდევ ერთხელ მოინიშნება სათხილამურო ინდუსტრიის საერთაშორისო რუკაზე
„ვიწყებთ მზადებას 2023 წლის ჩემპიონატისთვის, რომელიც, ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველოში ზამთრის ტურიზმს ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს და ასევე, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის კეთილდღეობაში. „დოპელმაიერს" საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ოლიმპიურ კომიტეტთან ტრადიციად ქცეული წარმატებული თანამშრომლობა აქვს, რითაც ვამაყობთ, თუმცა, იმავდროულად, ეს გარემოება უდიდეს პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს ბაკურიანში აღნიშნული პროექტის განხორციელებისას" - განაცხადა „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფის" რეგიონალურმა კოორდინატორმა, ვალერი იაშინმა ბაკურიანში გამართულ ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც „დოპელმაიერსა" და ეკონომიკის სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიას" შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას დიდველის ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის შესახებ. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, „დოპელმაიერმა" შეიმუშავა ახალი ტექნოლოგიები, რომლებსაც ჩამოიტანს ბაკურიანში. ვალერი იაშინის თქმით, პროექტის სახელწოდებაა D-ლინე და მას უამრავი უპირატესობა აქვს როგორც გამოყენების, ისე ოპერირების თავალსაზრისით. „მსურს დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში „დოპელმაიერი" მხოლოდ საუკეთესო პროდუქციასა და შესაბამის მომსახურებას ჩამოიტანს. მინდა თითოეულ ჩვენგანს წარმატება ვუსურვო, ვინაიდან სწორედ ახლა იწყება ყველაზე რთული სამუშაო. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო, კერძოდ, ბაკურიანი, საუკეთესოდ უმასპინძლებს 2023 წლის ჩემპიონატს. ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ მონიშნავს ქვეყანას სათხილამურო ინდუსტრიის საერთაშორისო რუკაზე და გვიხარია, რომ ამ პროცესის მონაწილეები ვიქნებით", - აღნიშნა „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფის" რეგიონალურმა კოორდინატორმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)