|
2019-08-14 15:20:19, 2018 ნახვა
ეკონომიკა
ავსტრიის ელჩი: საქართველოს მთავრობას ტურიზმისა და ბიზნესის სექტორებში შესანიშნავი თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი
„მე ძალიან ვამაყობ, რომ ავსტრიული კომპანიები, მათ შორის, „დოპელმაიერი," იმყოფებიან და ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოში - მათ ზუსტად იციან ლანდშაფტის მოთხოვნები, იციან, თუ როგორ უნდა განვითარდეს მთა, ვინაიდან, მთები ამ ქვეყნისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ავსტრიისთვის. მთების შემდეგ, ტურიზმი ჩვენთვის მთავარი ბიზნესსექტორია. ძალიან კარგი ინვესტიციაა ფრისტაილის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება, რადგან ეს თვალსაჩინო გავლენას მოახდენს ტურიზმზე და აამაღლებს ქვეყნის ცნობადობას", – ამის შესახებ ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ ბაკურიანში საბაგიროების მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ელჩის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის სწორი მიმართულებით ხდება ურთიერთობების განვითარება ტურიზმისა და ბიზნესის სექტორებში არსებული პოტენციალის ბოლომდე ასათვისებლად. „საქართველო და ავსტრია ძალიან ჰგავს ერთმანეთს - არ ვგულისხმობ მხოლოდ ლანდშაფტს და ღვინის ტრადიციას. ჩვენ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ და მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას შესანიშნავი თანამშრომლობისთვის, რომელიც შეეხება არა მხოლოდ ამ სექტორს - მთის კურორტების განვითარებას, არამედ ტურიზმისა და ბიზნესის სექტორებს. პოტენციალი ჯერ ბოლომდე არ არის გამოყენებული და ვფიქრობ, სწორი მიმართულებით ვავითარებთ ურთიერთობებს", - განაცხადა ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ. დღეს ბაკურიანში ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან" სამი ახალი საბაგიროს მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. საბაგიროების საერთო სიგრძე 5 კილომეტრი იქნება, რაც დაახლოებით 20 კმ. სათხილამურო-სასრიალო ტრასასა ნიშნავს. პროექტი დიდველის ტერიტორიაზე განხორციელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)