18:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-14 14:45:03, 1346 ნახვა

პოლიტიკა
მაჭავარიანი: მოვუწოდებ ტელევიზიებს, მოვიდნენ შემოთავაზებით, თუ როგორ ხედავენ ძველი ვალების რესტრუქტურიზაციას

"მოვუწოდებ ტელევიზიებს, მიმდინარე დავალიანებების გადახდა დაიწყონ დღესვე, ძველ დავალიანებებზე კი ველოდებით შემოთავაზებას, როგორ ხედავენ რესტრუქტურიზაციას", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მაჭავარიანის განმარტებით მედიაბიზნესი არაფრით უპირატესი სხვა ბიზნესებზე არ არის.

"იცით ალბათ, რომ რამდენიმე ტელევიზიას აქვს საკმაოდ მსხვილი დავალიანება, ეს არის "იმედი", "რუსთავი 2" და "მაესტრო", მათ აქვთ ყველაზე მსხვილი დავალიანებები.  საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა სამწუხაროდ არსებობდა, ტელეკომპანიები იგროვებდნენ ვალს, მერე ხდებოდა რაღაც ამნისტიისმაგვარი, ჩამოწერა. ეს ხდებოდა სხვადასხვა ხელისუფლებების დროს.  მე მგონი დადგა დრო, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გასწორდეს.  

ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის სახელით, მინდა მივმართო და მოვუწოდო ტელევიზიებს, რომ უახლოეს ვადაში - შემდეგ 1-2 კვირაში - მოვიდნენ თავიანთი შემოთავაზებით, როგორ ხედავენ ძველი ვალების რესტრუქტურიზაციას, შეთანხმებას, გრაფიკს, სხვადასხვა მოდელები არსებობს საგადასახადო ტვირთის ბიზნესზე გადანაწილების ან ნაწილობრივ შემსუბუქების კუთხით. ამასთან, მიმდინარე ვალები უნდა გადაიხადოს ყველამ და აღარ მოახდინონ ვალების დაგროვება. მესმის, რომ ეს ძალიან სენსიტიური სექტორია, მაგრამ ამასთან ერთად, ეს არის ჩვეულებრივი ბიზნესსექტორი და არაფრით უპირატესი არ არის სხვა ბიზნესსექტორზე. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში უნდა დავინახოთ, რომ გადამხდელი იწყებს მიმდინარე დავალიანების გადახდას, ანუ აღარ აგროვებს ვალებს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics