14:48 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-14 14:06:57, 1829 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: ჩვენ ვიქნებით სრულად მომზადებული, რომ საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ვუმასპინძლოთ უდიდეს სპორტულ ღონისძიებებს

„სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა, რასაც დღეს მოეწერა ხელი, არის პირველი პროექტი იმ პროგრამიდან, რომელსაც ვახორციელებთ მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების საქართველოში ჩასატარებლად" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბაკურიანში გამართული ღონისძიებების დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობას დაგეგმილი აქვს  მრავალი მსგავსი პროექტის განხორციელება  კურორტის გასავითარებლად.  „იმისთვის, რომ ვუპასუხოთ გამოწვევებს, რასაც მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარება ჰქვია, გეგმაში გვაქვს შევქმნათ დამატებითი ინფრასტრუქტურა - ეს არის ახალი სათხილამურო არეალები, ბიატლონი, ყინულის მოედნები, აღვადგინოთ ტრამპლინიდან ხტომის ინფრასტრუქტურა, რომელიც 40 წელია განადგურებულია   და ა.შ.  ჩვენ ვიქნებით სრულად მომზადებული, რომ საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ვუმასპინძლოთ უდიდეს სპორტულ ღონისძიებებს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

2023 წელს ბაკურიანში თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება.

2018 წლის მაისში, საბერძნეთში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIშ) მიერ ორგანიზებულ 51-ე საერთაშორისო სათხილამურო კონგრესზე, სადაც საქართველოს დელეგაცია პრეზენტაციით წარსდგა FIშ-ის საბჭოსა და შესაბამისი კომიტეტის წინაშე,  განხილული იქნა საქართველოს კანდიდატურა და კენჭისყრით, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების გამარჯვებული, მასპინძელი ქვეყანა საქართველო გახდა. კურორტ ბაკურიანს გამოუცხადეს ნდობა, უმასპინძლოს ჩემპიონატს თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics