17:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-09 13:30:44, 1187 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი სინგაპურელ კოლეგას მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარების მიზნით მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა

სინგაპურში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი  სინგაპურის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა სინგაპურელ კოლეგას იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა ქვეყანაში მართლმსაჯულების სფეროსა და ადამიანის უფლებების დაცვის, აგრეთვე, საჯარო სერვისების მიწოდების კუთხით განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობაზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა  ყურადღება გაამახვილა საქართველოში არბიტრაჟისა და მედიაციის შესახებ რეფორმის მიმდინარეობაზე. თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს ამბიცია, ჩამოყალიბდეს რეგიონში საარბიტრაჟო ჰაბად. ამისთვის მთლიანად შეიცვალა კანონმდებლობა და ის საერთაშორისო არბიტრაჟის პრინციპებს მოერგო; შეიქმნა არბიტრების დამოუკიდებლობის საკანონმდებლო მექანიზმები, გასული წლის ბოლოს კი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსა (ICC) და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე მხარეები შეხვდებიან, რათა შეაფასონ, რა ფორმით არის შესაძლებელი, „ICC" წარმოდგენილი იყოს საქართველოში.

საქართველოს და სინგაპურის იუსტიციის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის სამინისტროებს შორს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც არბიტრაჟისა და მედიაციის სფეროში იმუშავებენ, შესაძლებლობა ექნებათ,  სინგაპურის არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრში მიიღონ ამ საქმიანობისათვის საჭირო პრაქტიკული გამოცდილება. მინისტრებმა განიხილეს საქართველოს არბიტრაჟის ცენტრის, აგრეთვე, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის  თანამშრომლობის საკითხები სინგაპურის შესაბამის უწყებებთან და მათი პოზიტიური გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები.

ქართული დელეგაცია სინგაპურში „მედიაციის შესახებ" გაერო-ს კონვენციის კვირეულის ფარგლებში იმყოფება. თეა წულუკიანმა საქართველოს სახელით ხელი მოაწერა „მედიაციის შესახებ სინგაპურის კონვენციას", რომლის მიზანი მედიაციის, როგორც კომერციული დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, ხელშეწყობაა.  დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს მთავრობის წევრები, აგრეთვე, საქართველოს არბიტრაჟთა ასოციაციის თავმჯდომარე სოფო ტყემალაძე.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics