17:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-08 12:07:12, 1066 ნახვა

პოლიტიკა
ბრაიან უიტმორი: საქართველოს უსაფრთხოება დღეს, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დასავლეთ გერმანიის იყო ცივი ომის პერიოდში

 „რაც 2008 წელს რუსეთმა საქართველოში გააკეთა, იყო ის თარგი, რა თარგითაც მან შემდეგ არა მარტო უკრაინაში, არამედ დასავლეთშიც იმოქმედა - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკლევარმა ბრაიან უიტმორიმ „ამერიკის ხმასთან“ ისაუბრა.

უიტმორის შეფასებით, დღეს საქართველოს უსაფრთხოება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დასავლეთ გერმანიის უსაფრთხოება იყო ცივი ომის პერიოდში.

“სამწუხაროდ ომმა ძალიან ნელა შეცვალა დასავლეთის გეოპოლიტიკური ხედვები. 2008 წელს რომ გაგვემახვილებინა ყურადღება რუსეთის ქმედებებზე სამეზობლოში, მივხვდებოდით, რომ მომავალში ეს ჩვენი პრობლემაც გახდებოდა. 11 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში და რუსეთისთვის ამას არ მოჰყოლია არანაირი საფასური, შედეგად, დღეს ჩვენ ყველა ქართველები ვართ. რადგან რაც 2008 წელს რუსეთმა საქართველოში გააკეთა, იყო ის თარგი, რა თარგითაც მან შემდეგ არა მარტო უკრაინაში, არამედ დასავლეთშიც იმოქმედა. მე ვგულისხმობ ჰაკერულ შეტევებს, დეზინფორმაციას და საშინაო საქმეებში ჩარევას. ისინი ამას აგრძელებენ. ნელნელა ხალხი ხვდება, რომ ეს სისტემური კონფლიქტია, ორ იდეას შორის. დასავლეთი დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე და ინსტიტუტებზე, ხოლო აღმოსავლეთი კორუფციაზე, კლიენტალიზმზე და შერჩევით სამართალზე. საქართველო ფრონტის ხაზია ამ დაპირისპირებაში. ვფიქრობ საქართველოს უსაფრთხოება დღეს, არანაირად არ უნდა იყოს იმაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ვიდრე დასავლეთ გერმანიის უსაფრთხოება იყო ცივი ომის პერიოდში“, - განაცხადა ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკლევარმა ბრაიან უიტმორიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics