16:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-05 11:30:57, 8174 ნახვა

პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუცი ცვლიელებთან დაკავშირებით, კონსულტაციების მესამე რაუნდის დაწყებამდე, ბრიფინგი გამართა.

თალაკვაძემ საზოგადოებას მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებები გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ ამ შეთავაზებას ოპოზიცია მხარს დაუჭერს.

„ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“, 2017-2018 წლებში განახორციელა მასშტაბური საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის შედეგად დაინერგა ევროპის ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ.

2024 წელს, უნდა გადავსულიყავით არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე, თუმცა ცხოვრებამ ამ ვადებში კორექტივები შეიტანა და საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების მკაფიო და გაბედული ინიციატივების კვალდაკვალ, ჩვენ, როგორც დემოკრატიული და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური გუნდი, წავედით შემხვედრ ნაბიჯებზე.

1 თვის წინ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ პროპორციული არჩევნები 2020 წელს ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს. ამით უარი ვთქვით უპირატესობაზე, რომელსაც მაჟორიტარული მანდატები გვანიჭებდა. ჩვენს გვსურს გავხსნათ პოლიტიკური სისტემა მონაწილეობისთვის, რათა მომავალში, პოლიტიკა საქართველოში იყოს უფრო დემოკატიული, დაბალანსებული და მშვიდი, შემცირდეს პოლარიზაცია და მეტი სივრცე იყოს თანამშრომლობისა და საქმიანი დისკუსიისთვის.

დღეს ვიწყებთ კონსულტაციების მესამე რაუნდს, რომელშიც ოპოზიციური პარტიების ფართო სპექტრი, სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ.

წარმოგიდგენთ შემდეგ ცვლილებებს:

პირველი - კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით 2020 წელს.

მეორე - შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც 1 მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად. ახალი გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით. მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტს დაფინანსებას.

მესამე - პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში, ყოველ სამეულში, ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება, კვლავაც მიიღებს 30%-იან დანამატს, რაც საერთო დაფინანსებაში სოლიდურ დანამატს წარმოადგენს. უფასო საეთერო დრო სამართლიანად და თანაბრად განაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე და დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის. სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა იქნება თანაბრად ხელმისაწვდომი.

მეოთხე - ცენტრალური საარჩევნო კომისია ასევე ქვედა დონის საარჩევნო კომისიები, დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან 7 წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას გარანტირებულად ექნება მეტი ადგილები კომისიებში, ვიდრე მმართველ პარტიას.

მეხუთე - წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი იქნება უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ნაკლებად ბიუროკრატიული. პარტიის რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერით, ხოლო მხარდამჭერთა სიების გადამოწმებსი მექანიზმი მარტივდება. ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი, უფლებამოსილი იქნება ხმის მისაცემად თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი, არაუგვიანეს არჩევნებამდე 6 დღისა. თითეული ოლქი ვალდებული იქნება, რომ მინიმუმ ორი ადაპტირებული უბანი ჰქონდეს.

და ბოლოს - დარეგულირდება ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესი. ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად მიჩნეული, თუ მონიშნული არ იქნება არც ერთი ან ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი.

ჩვენი მხრიდან როგორც ხედავთ, არის პოლიტიკური ნება და მზადყოფნა, გავატაროთ ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეფორმა. როგორც ხედავთ, ეუთო-ს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციები არის გათვალისწინებული ჩვენს შეთავაზებაში. ასევე შეგახსენებთ, ამ ცვლილებებს დასჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა და პასუხისმგებლობის გაზიარება მათი მხრიდანაც. სწორედ ამ მიზნით, დღეს ვმართავთ სამუშაო შეხვედრას, სადაც ფართო მონაწილეობა არის უზრუნველყოფილი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics