2019-08-04 15:12:11, 1882 ნახვა
პოლიტიკა
ბეშუმში დაპირისპირება ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის მოხდა - ვიდეო
დაპირისპირება ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის მოხდა.
ტელეკომპანია "25-ე არხის" ცნობით, ბეშუმში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები პრემიერ-მინისტრთან მისვლას ცდილობდნენ.
ბეშუმში, სახალხო დღესასწაულის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მათმა მხარდაჭერებმა ბანერი გამოფინეს წარწერით "გახარია წადი". ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ამ ფორმით ითხოვენ და პრემიერ მინისტრის ყურადღების მიქცევას ცდილობენ.
შეგახსენებთ, ბეშუმში, სახალხო დღესასწაული "შუამთობა" იმართება, რომელსაც ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები ესწრებიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,