|
2019-08-01 13:02:47, 1927 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო და ირანი სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების განვითარებაზე შეთანხმდნენ
საქართველო და ირანი სპარსეთის ყურე - ჩრდილოეთის სატრანსპორტო დერეფნის ერთობლივ განვითარებაზე შეთანხდნენ. აღნიშნული საკითხი ერთ-ერთი ცენტრალური იყო ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შერეული კომისიის სხდომის დღის წესრიგში, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის ადოლჰაშემ ჰასან ნიას ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ ოქმი გაფორმდა, რომელშიც სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში ორივე მხარის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები აისახა. საქართველოს მხრიდან ოქმს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა მოაწერა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის და შეიმუშავებენ ღონისძიებათა გეგმას ამ მიმართულებით. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, არის კვოტები საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის ორ ქვეყანას შორის 2019 – 2020 წლებისთვის. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს განსაზღვრული აქვს ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ირანს შორის ფუნქციონირებდეს სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების გამართული სისტემა.
(NS)
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)