|
2019-08-01 10:47:12, 1238 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ტურისტული ბაზარი ერთმანეთით არ ნაცვლდება, არამედ ერთმანეთს ემატება
ჩვენ უნდა გვყავდეს ყველა ეროვნების ტურისტი, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ არ გვინდოდეს რუსი და გვინდოდეს გერმანელი. ჩვენ უნდა გვყავდეს ირანელიც, რუსიც, გერმანელიც და აზერბაიჯანელიც. ტურისტული ბაზარი ერთმანეთით არ ნაცვლდება, არამედ ერთმანეთს ემატება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. „მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს პროცესი ალაგდება, იმედს ვიტოვებ, რომ ფრენებიც აღდგება და გავალთ ჩვენს სრულ პოტენციალზე იქნება ეს ტურიზმი თუ ექსპორტი, რაც გვაქვს. ჩვენ უნდა გვქონდეს ისიც და ესეც - უნდა გვყავდეს ყველა ეროვნების ტურისტი. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ არ გვინდოდეს რუსი და გვინდოდეს გერმანელი. ჩვენ უნდა გვყავდეს ირანელიც, რუსიც, გერმანელიც და აზერბაიჯანელიც, ტურისტული ბაზარი ერთმანეთით არ ნაცვლდება, არამედ ერთმანეთს ემატება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ყველა ბაზრის შენარჩუნება. „იგივე არის ღვინოზეც და სხვა პროდუქტზეც - რაც მეტი გავა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთში - მეტი გავა სხვაგანაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიზნესს შევუნარჩუნოთ მომგებიანობა და შესაბამისად ეს ბაზრები შევუნარჩუნოთ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)