|
2019-08-01 10:45:01, 1293 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ლარი წამოვა ქვემოთ და ეს მოხდება უახლოეს დღეებში
შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ლარი წამოვა ქვემოთ და ეს მოხდება უახლოეს დღეებში, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დღეს ლარი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან გაუფასურებულია 10 პროცენტით და ეს ტრენდი აუცილებლად შეიცვლება. მისი განცხადებით, ეროვნული ვალუტა არაბუნებრივად, ზედმეტადაა გაუფასურებული და ეს მოვლენა ქვეყანაში ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. „ვიზიარებ პრემიერის შეფასებას, რომ ლარი დღეს ზედმეტადაა გაუფასურებული და ამას აქ წარმოდგენილი გრაფიკიც ადასტურებს, სადაც ჩანს გაცვლითი კურსი ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან. დინამიკა აჩვენებს რამდენადაა გამყარებული ან გაუფასურებული ლარი, ამ ეტაპზე, ჩვენ გვაქვს 10%-იანი გაუფასურება სავაჭრო პარტნიორებთან და დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტრენდი შეიცვლება და ლარი წამოვა ქვემოთ, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი ნეიტრალური, საშუალო დონის ექსპერტი, რომელიც არ არის ანგაჟირებული პოლიტიკურად, ვერ მოიტანს ვერც ერთ მაგალითს ან ფისკალურ ან მონეტარულ პოლიტიკაში, რამაც ხელი შეუწყო ვალუტის გაუფასურებას. „ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც გადაითარგმნა სერიოზულ პრობლემებში ტურიზმის სფეროში და ასევე მომიჯნავე სექტორებში. შესაბამისად, ამას დაერთო მოლოდინები, რომელიც კიდევ უფრო მუქი და კიდევ უფრო მძიმე იყო, ვიდრე საკუთრივ ეს მოვლენები. ჯამურად მივიღეთ ეს შედეგი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მე მაქვს სრული რწმენა, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების პროცესი დაიწყება. ასევე, ჩვენი სამთავრობო გუნდის წევრები, ის ექსპერტები, რომლებიც დაცლილები არიან ზედმეტი პოლიტიკური ტვირთისგან, დარწმუნებულები არიან, რომ ლარი გამყარდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანემ მაჭავარიანმა.
(NS)
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)