|
2019-07-31 15:38:33, 1286 ნახვა
ეკონომიკა
სანქციების დაწესებიდან მესამე კვირაში, ტურიზმის დინამიკა მცირედით გაუმჯობესდა
თიბისიმ ტურიზმის სექტორის ყოველკვირეული მაჩვენებლების ანალიზი განაახლა. 22 ივლისის კვირაში, წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საქართველოში ვიზიტორთა რიცხვი 6.8%-ით შემცირდა, ნაცვლად 13.5%-იანი და 21.4%-იანი შემცირებებისა წინა 2 კვირაში. მართალია თვითმფრინავით ჩამოსული ვიზიტორების კლება ისევ მკვეთრი იყო, თუმცა განსხვავებით წინა კვირებისაგან, რუსეთიდან სახმელეთო გზებით შემოსული ვიზიტორების ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, ევროკავშირიდან ტურისტების ზრდა აჩქარდა. მთლიანობაში, კვირის განმავლობაში ყველა ქვეყნიდან ვიზიტორების წლიური ზრდა 3.7%-ით განისაზღვრა, ნაცვლად წინა კვირის 2.1%-იანი მატებისა. პუბლიკაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.tbcresearch.ge/en/Research/tourism-update-w3 ასევე, თიბისი კვლევების მიხედვით, ლარის სადღეისოდ დაფიქსირებული გაცვლითი კურსი ყველა შეფასებით ზედმეტად გაუფასურებულია და მისი გამყარებაა მოსალოდნელი. განახლებული პროგნოზები ხელმისაწვდომი იქნება თიბისი კვლევების მორიგ ყოველთვიურ მიმოხილვაში, რომელიც მომდევნო კვირაში გამოქვეყნდება. თუ გსურთ თიბისის მაკროეკონომიკური და სექტორული, თიბისი კაპიტალის კვლევების მიღება, მიუთითეთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი „subscribe" უჯრაში საიტზე www.tbcresearch.ge
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის ღამით დაბომბვიდან დღის განმავლობაში მუდმივ თავდასხმებზე გადაინაცვლა
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)