|
2019-07-29 12:56:42, 2270 ნახვა
სამართალი
მაჩალიკაშვილისა და ლორთქიფანიძის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს
მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მათი დაცვის ქვეშ მყოფებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ადვოკატები გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. „ჩვენ ვასაჩივრებთ მოსამართლე ჩახნაშვილის მიღებულ უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელ განჩინებას. არ არსებობს არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძველი იმისა, რომ ბეჟან ლორთქიფანიძეს შეეფარდოს ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა. ამიტომ, ვასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელოს, გააუქმოს ის, როგორც დაუსაბუთებელი და უკანონო. პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ამის მოლოდინი ნაკლებად გვაქვს, მაგრამ ჩვენ ყველა სამართლებრივ გზას გავივლით იმისთვის, რომ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე“, - განუცხადა "რუსთავი 2"-ს ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა. ბიოლოგი, ბეჟან ლორთქიფანიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი 20 ივნისის აქციის დროს ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)