|
2019-07-27 13:47:37, 2578 ნახვა
სამართალი
პოლიციის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა. 74 წარმატებულ კურსდამთავრებულს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა გადასცა. ღონისძიებას, აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორები, პროკურატურის სასწავლო ცენტრის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, თბილისის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების 4-თვიანი კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების გამომძიებლებისთვის წელს შეიმუშავა. სასწავლო პროგრამის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროში საგამოძიებო მოქმედებების მაღალი სტანდარტის დამკვიდრება. მოქმედი გამომძიებლები, საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში, ეტაპობრივად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალურ კურსს გაივლიან და კვალიფიკაციას აიმაღლებენ. გადამზადების პროცესში ჩართული არიან პროკურორები, მოსამართლეები და ექსპერტ-კრიმინალისტები. პროგრამა, თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ კომპონენტსაც მოიცავს და სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს ეფუძნება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრენერი-გამომძიებლები სპეციალური კონკურსის გზით შეარჩია. ტრენერებმა მომზადების კურსი გაიარეს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებში.
(NS)
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)