|
2019-07-27 12:30:46, 3180 ნახვა
სამართალი
ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი - პროკურატურა „TV პირველის“ დამფუძნებელს ფარულად უსმენდა
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, საქმის მასალების მიხედვით, პროკურატურა ფარულად უსმენდა რამდენიმე ადამიანს, მათ შორის, TV პირველის დამფუძნებელს, ვატო წერეთელს. „დაახლოებით სექტემბრიდან გაზაფხულამდე პერიოდში უსმენდნენ ბადრის, მამუკას, ბატონ ავთო წერეთელს, მის შვილს... სხვებს ვისაც უსმენდნენ, ჩანაწერებში ძირითადად არის ის, რომ შეშფოთებულები იყვნენ პროკურატურაში დაბარების გამო. არაფერი ამ ჩანაწერებში არ არის, რომელიც შეიძლება ვინმეს რამე მტკიცებულებად გამოადგეს“, - გადანცხადა ადვოკატმა. აღნიშნულ განცხადებას ვატო წერეთელი facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. „ბრავო! თურმე ტელევიზიის მფლობელს უსმენდით 6 თვე ფარულად, ახლა გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების საქმით, რამდენი რამის გაპრავება სცადეთ. ანუ უსმენდით ჩემს და ინგა გრიგოლიას, ნინო ჟიჟლაშვილის, დიანა ტრაპაიძის, ვახო სანაიას, გიორგი ისაკაძის, თამარ ჩიხლაძის საუბრებს. ვითომ „ფულის გათეთრების“ საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას ანუ დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომლეს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ!!!“, - წერს ვატო წერეთელი.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)