|
2019-07-27 12:07:53, 2709 ნახვა
სამართალი
ოქრუაშვილის ადვოკატი: ვიდეომასალის გარდა, რასაც ბრალდება ეყრდნობა, მხოლოდ სპეცრაზმელთა ჩვენებებია
„მტკიცებულებებში, იმ ვიდეომასალის გარდა, რასაც ბრალდება ეყრდნობა, როგორც ყოველთვის, მხოლოდ პოლიციისა და სპეცრაზმელთა ჩვენებებია, სხვა არაფერი“, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა თბილისის პოლიციის სამმართველოსთან ჟურნალისტებს განუცხადა. ოქრუაშვილის ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. „უარყოფს დანაშაულს, თქვენც ნახეთ, ყველამ ნახა, რომ იქ არანაირი მოწოდება მისი მხრიდან არ ყოფილა, სულ ცოტა ათამდე მოწმე მაინც გვყავს, რომელიც იმ საღამოს, დილამდე მის გვერდით იყო და ნახეს, რასაც აკეთებდა ირაკლი ოქრუაშვილი და ამ მოწმეებს მივიყვანთ სასამართლოში და ამ პოლიციელებს მერე შერცხვებათ. ბრალდება წარედგინა 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, ანუ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობასა და ხელმძღვანელობაში წარედგინა ბრალდება. ბრალდების ფორმულირება ასეთი არის, რომ 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ხალხში ზოგიერთებმა დაიწყეს ძალადობა და მათ შორის იყო ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც, თითქოს, მოუწოდებდა ხალხს ამ ძალადობისკენ და პარლამენტში შეჭრისკენ“, - განაცხადა ადვოკატმა.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)