20:43 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 23:48:30, 2426 ნახვა

სამართალი
20 ივნისის საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმიშვილი დააკავეს

პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებს შორის ერთ-ერთი მისი ძმისშვილია.

„ამ წუთას შემატყობინეს ჩემი ალალი ძმისშვილი, რომელიც მყავს ჩემი უდანაშაულოდ მძინარე საწოლში მოკლული თემირლანის ადგილას, ამ ბოროტი სისტემის მიერ იქნა დაკავებული, ედავებიან 225-ე მუხლის მეორე ნაწილს. ძალიან ცუდად იქცევით დღევანდელი ნაძირალა სისტემა“, – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე, კიდევ ორი პირი დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics