11:01 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 16:06:06, 2123 ნახვა

სამართალი
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის მმართველ საბჭოსაც ტოვებენ

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის განვითარების კონსორციუმში თანამდებობებს ტოვებენ.

ამის შესახებ ხაზარაძემ სასამრთლოში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან განმარტა, თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ანაკლიის პროექტი არ გაჩერდეს.

„მე და ბადრი ჯაფარიძემ გადაწყვიტეთ, რომ მომავალ კვირას გვექნება პრესკონფერენცია, შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, გადავიწევით უკანა პლანზე. ჩამოვშორდები მე თავმჯდომარეობას და ბადრი თავმჯდომარის მოადგილეობას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, რომ ჩვენ რაღაცას ვეფარებით. ამას ვაკეთებთ მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს და მერე ვინმემ არ დაგვაბრალოს, რომ „თქვენს გამო სასიცოცხლო პროექტი გაჩერდა“. შეუძლებელია ამ პირობებში ელაპარაკო ბანკებს 650 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე და ყოველდღე, პროკურატურა ასე სახალხოდ გიყენებდეს ასეთ ბრალდებებს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, ანაკლიის მმართველი საბჭოს გარდა, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელების თანამდებობებიც დატოვეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics