15:49 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 11:10:26, 2709 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ენმ-მ და მისმა ბელადმა, გააკეთა ყველაფერი, რომ ეკონომიკის დადებითი დინამიკა გაჩერებულიყო

„ავანტიურისტებმა, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას" და მის ბელადს, ასევე რაც ვნახეთ ბოლო თვეების განმავლობაში, გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს დადებითი დინამიკა, რაც ჩვენ გვქონდა ეკონომიკაში, ეს გაჩერებულიყო და გამხდარიყო დიდი ნეგატივის წყარო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკის მდგრადი განვითარება ეფუძნება სტაბილურობას და პროგნოზირებად გარემოს, ასევე პროგნოზირებადი თამაშის წესებს.

„ტურიზმის სექტორი საქართველოში არის ყველაზე სწრაფად ზრდადი, ამასთანავე ეს არის სექტორი, სადაც ინკლუზიურობა, ანუ მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც ჩართულია ამ სექტორში, არის ყველაზე მაღალი. ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ტემპი ტურიზმის ზრდის თვალსაზრისით. 20 ივნისზე შეფასება არაერთხელ გაკეთდა და კიდევ ერთხელ გავაკეთებ. რა თქმა უნდა, ეს იყო სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი. პირადად მე და ჩემი გუნდის ყველა წევრი ვუერთდებით იმ სამართლიან პროტესტს, რომელიც ჰქონდა ჩვენს საზოგადოებას და ახალგაზრდებს, რომლებიც 20 ივნისს გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე. მაგრამ, ეს ავანტიურისტები შეეცადნენ ეს გულწრფელი პროტესტი გამოეყენებინათ თავიანთი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის და მიიტანეს შეტევა საქართველოს კონსტიტუციაზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, საბაზრო ეკონომიკის მდგრადობაზე, მარტივი კითხვა ხომ უნდა დავსვათ - რას ეფუძნება ეკონომიკის მდგრადი განვითარება? - ეს ეფუძნება სტაბილურობას და პროგნოზირებად გარემოს, ასევე პროგნოზირებადი თამაშის წესებს. ის ნეგატიური ტალღა, რაც ამ ავანტიურისტებმა შექმნეს, ეკონომიკას ეხმარება თუ პირიქით, აფერხებს? - ეს კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ იმ ექსპერტებს, რომლებიც ამ კითხვას სვამენ. თან მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ტურისტულ სექტორზე, რომელიც ყველაზე მზარდი დარგია საქართველოში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ მინისტრმა აღნიშნული კომენტარი დუშეთში გააკეთა, სადაც დუშეთის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია იწყება. მთავრობის მეთაურის თქმით, არც ერთი დაგეგმილი პროექტი არ შეჩერდება.

„აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩემი ამ რეგიონში ვიზიტი ემსახურება იმას, რომ ჩვენ დავრწმუნდეთ, არც ერთი მშენებლობა, რომელიც იგეგმებოდა, იქნება ეს საოჯახო სასტუმრო, თუ სხვა მსხვილი პროექტი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს მთავარ მიზანს, რეგიონში შექმნას ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები, არც ერთი არ გაჩერდება. პირიქით, უფრო სწრაფი ტემპით გავაკეთებთ ამ ყველაფერს. ტურიზმის სექტორი, დარჩება ეკონომიკის მთავარ ლოკომოტივად, როგორც ეს იყო", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics