|
2019-07-25 23:00:10, 1628 ნახვა
სამართალი
20 ივნისის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი National Geographic მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძეა
20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი National Geographic საქართველოს მკვლევარი, ბეჟან ლორთქიფანიძეა. ამის შესახებ ფეისბუქზე ჟურნალ National Geographic საქართველოს მთავარი რედაქტორი, ლევან ბუთხუზი წერს. "აბსოლუტური შოკი მაქვს! ამ წუთას ჩემი უახლოესი ძმაკაცი ბეჟან ლორთქიფანიძე დააკავეს 20 ივნისის მიტინგზე ყოფნის გამო! ბეჟო არ არის National Geographic-ის თანამშრომელი. მუშაობს სახეობათა კონსერვაციის ცენტრში სახელად "ნაკრეს". უბრალოდ ბლოგი გამოქვეყნდა "ჯეოგრაფიკში" ზოოპარკის წყალდიდობის გმირზეა ლაპარაკი! ბეჰემოთი ვინც დააძინა და გადაარჩინა, " - წერს ბუთხუზი. შეგახსენებთ დღეს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, სამართალდამცველებმა დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)