|
2019-07-25 11:56:54, 1480 ნახვა
სამართალი
შსს-ს დელეგაციამ პოლონეთის პოლიციის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ვარშავას ეწვია. ვიზიტი პოლონური მხარის მიწვევით, პოლონეთის პოლიციის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით განხორციელდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე პოლონეთის რესპუბლიკაში, პოლკოვნიკი გიორგი გამსახურდია პოლონეთის სახელმწიფო პოლიციის დაარსების 100 წლის საიუბილეო მედლით დაჯილდოვდა. მას ჯილდო პოლიციის ტრადიციების პოპულარიზაციისა და მიღწევების საქმეში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. გიორგი გამსახურდია გასულ წელს პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა, იოაჰიმ ბრუჯინსკიმ ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვა. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და პოლონეთს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა უფრო მჭიდრო გახდა. ორი ქვეყნის საპოლიციო სტრუქტურების წარმომადგენლები ერთმანეთს მუდმივად უზიარებენ გამოცდილებას ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ.
(NS)
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)