|
2019-07-25 10:49:36, 1786 ნახვა
სამართალი
ჯანეზაშვილი - მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე ხმაურობენ, რომ მათ მიერ ნათქვამი პასუხები ჩაახშონ
„ხმაურობენ იმისათვის, რომ ჩაახშონ კანდიდატის მიერ ნათქვამი პასუხები“, - ამის შესახებ იუსტციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეაშვილმა საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დროს მიმდინარე დარღვევებზე საუბრისას განაცხადა. ჯანეზაშვილი არასამუშაო საათებში კანდიდატებთან გასაუბრებებს აპროტესტებს და ითხოვს, რომ რომ დღეში მხოლოდ ორ კანდიდატთან მოხდეს გასაუბრება. „ჩემი სურვილი იყო და ანას სურვილი და რეკომენდაცია, რომ მხოლოდ ორ ადამიანთან ჩაგვეტარებინა ყოველდღიურად გასაუბრება, ვინაიდან უფრო სიღრმისეულად ჩაგვეტარებინა მთელი ეს პროცესი, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არ ითვალისწინებენ ამ მოსაზრებას. დღესაც ალბათ ისინი აპირებენ, რომ მესამე გასაუბრება გვიან ჩაატარონ. ესენი ყველანი, დღეს ვინც არიან დაბარებულები არიან მოსამართლეები. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი. მაინტერესებს, რატომ გაუჩნდათ მათ ეს ამბიცია, რომ შეუძლიათ გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ზოგიერთ კანდიდატებთან მიმართებაში, თუკი არ მოსწონთ კითხვები რეპლიკებს ისვრიან, ხმაურობენ იმისათვის, რომ ჩაახშონ კანდიდატის მიერ ნათქვამი პასუხები, რათა საზოგადოებას გარკვეული შთაბეჭდილებები არ შეექმნას ამ ადამიანზე“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა. დღეს საბჭოში გოგიტა თოთოსაშვილს, ალექსანდრე იაშვილსა და ვლადიმერ კაკაბაძეს მოუსმენენ.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)