|
2019-07-24 12:33:21, 1563 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - ხაზარაძის პოლიტიკური გეგმების დაანოსებას, გამოძიების დაწყება წინ უსწრებდა
მივესალმებით პროკურატურის მხრიდან საჯაროობას - ხაზარაძე-ჯაფარაძის საქმეს უნდა იქნეს ბოლომდე ამოწურული, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, გენერალური პროკურატურის მხრიდან ბრალის წარდგენის მიზნით უწყებაში დაბარებას. როგორ თალაკვაძემ აღნიშნა, ხაზარაძის პოლიტიკური გეგმების დაანოსებას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაზე გამოძიების დაწყება, დროში წინ უსწრებდა „ერთი რამ მინდა ცალსახად გითხრა, რომ ამ საქმეს, რომელსაც პარლამენტი ყურადღებით ადევნებს თვალს და არაერთი დისკუსია იყო ამაზე დაკავშირებით, რა თქმა უნდა ჩვენ ბოლომდე ყურადღებით მივადევნებთ თვალს, რომ როგორც მხარეების ინტერესები, ასევე თავად ბატონების უფლებები იყოს დაცული. ასევე ყურადღებით მივადევნებთ თვალს, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული ამ საქმესთან დაკავშირებით და ყველა კითხვა თუ პოზიცია, რომელიც საქმესთან დაკავშირებით გაჟღერდა იყოს ცნობილი. მე ვფიქრობ, რომ მთავარი საქმე ამოწუროს. ეს იქნება, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ჯაფარიძისა და ხაზარაძისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაძლოა მან დაანონსა გარკვეული პოლიტიკური გეგმები ერთი კვირის წინ, მაგრამ ეს საქმე ინიცირებული იყო გაცილებით ადრე, უკვე თვეების განმავლობაში ჩვენ ვადევნებთ თვალს საჯარო განხილვებს ამ თემაზე და შესაბამისად, ეს დროში წინ უსწრებდა ნამდვილად პოლიტიკური გეგმების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. ამიტომაც მივესალმებით პროკურატურის მხრიდან საჯაროობას “, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსი მესაზღვრეები ქართველ მძღოლებს დოკუმენტების სწრაფად მიღებისთვის დიდ გადასახადებს თხოვენ
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)