11:04 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-24 11:52:23, 1335 ნახვა

სამართალი
ჯანეზაშვილი: იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები ინტერესთა კონფლიქტის ფონზე მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ინტერესთან კონფლიქტის ფონზე მიმდინარეობს.

როგორც ჯანეზაშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი კანდიდატი, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე საბჭოს ერთ-ერთი წევრის ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა, რომელიც კონკურსანტებთან გასაუბრებაში მონაწილეობს.

„ლევან თევზაძე გახლავთ ირაკლი შენგელიას ცოლის ძმა. ვნახოთ, მიიღებს თუ არა გასაუბრებაში მისი ფაქტობრივად ოჯახის წევრი მონაწილეობას და ახლო ნათესავების კონკურსებში მონაწილეობა, ერთის მხრივ, ერთია, რომ ზის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ხოლო მეორე არის კანდიდატი, არის ძალიან აშკარა, ცხადი და სერიოზული ინტერესთა კონფლიქტი. მე პირადად გამოვთქვი არაერთხელ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პროტესტი, თუმცა არც ირაკლი შენგელიას ეს არ გაუთვალისწინებია და არც სხვა წევრს, რომელსაც ასევე ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტი და თქვენ გახსოვთ, რომ თამარ ონიანი  ესწრებოდა თავისი მაზლის გასაუბრებას და მას არცერთი კითხვა მისთვის არ დაუსვამს, თუმცა არც აცილების საკითხი არ დაუყენებია, ანუ ერთგვარად კითხვასაც არ სვამენ და ამავდროულად, თან მონაწილეობენ გასაუბრებაში. ცოტა გაუგებარია ჩემთვის, ეს რა სტანდარტია. თუ გასაუბრებაში მონაწილეობენ, მაშინ ბოლომდე მიიღონ მონაწილეობა და დასვან შეკითხვები თავისი ახლო ნათესავების მიმართ“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ცნობისთვის,  საბჭოს წევრები დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ კანდიდატს, ლევან თევზაძეს, ილონა თოდუას და უჩა თოდუას მოუსმენენ. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics