10:19 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-23 19:18:26, 1591 ნახვა

ეკონომიკა
თურქეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო რეისი შესრულდა

დღეს, თურქეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო რეისი შესრულდა. 

შემადგენლობა თურქეთში, ერზრუმთან მდებარე  ლოგისტიკური ცენტრიდან ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით იმოძრავებს. ეს არის  საქართველოს დანიშნულებით რამდენიმე ათასი ტონა  თურქული ტვირთის  პირველი სატესტო გაშვება. სამომავლოდ გადაზიდვის მოცულობის ზრდა  იგეგმება.

 ცერემონიაში მონაწილეობდნენ „საქართველოს რკინიგზის“  გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და  თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის  (TCDD)  გენერალური დირექტორი უიგუნ ალი ისხანი. 

„საქართველო-თურქეთის რკინიგზების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია, რადგანაც დღეს პირველად ხდება რკინიგზის მეშვეობით თურქული ტვირთის  საქართველოში იმპორტი. ეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გამოყენებით განხორციელდება და იმედს გამოვთქვამთ, რომ ტვირთბრუნვა ეტაპობრივად მოიმატებს. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ ნათია თურნავას და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ბატონ მეჰმეთ ჯაჰით თურანს  პროექტის მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ.

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში ქუჩაში ცემით მოკლული, საქართველოს მოქალაქე 37 წლის გიორგი ჭილაშვილია
უკრაინამ ტუაფსეში ნავთობტერმინალს ორი კვირის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics