|
2019-07-23 18:25:28, 1689 ნახვა
სამართალი
დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა
თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედა-შვილის, ნ.კ.-ს და გ.კ.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ყ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ", მეორე ,,ე", და მესამე ნაწილის ,,ა", ,,ე" და ,,გ" ქვეპუნქტებით. უწყებიც ცნობით, ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე ბრალდებულ გ.ყ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენა დაადასტურა უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. კერძოდ, პროკურორებმა წარადგინეს და დაკითხეს ათობით მოწმე, გამოიკვლიეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი არაერთი ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური კვალი, მათ შორის ბრალდებულის დნმ, რომელთა ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ 2014 წლის 14 დეკემბერს, ბრალდებულმა გ.ყ.-მ თანამზრახველთან ერთად, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით დაგეგმა და განახორციელა დედა-შვილის ნ.კ.-ს და გ.კ.-ს მკვლელობა. ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ გ.კ.-ს გვამი კასრში მოათავსა და მისი დაშლის მიზნით ქიმიური ხსნარი დაასხა, რის შემდეგაც დამარხა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში. „სამართალდამცველებმა გ.კ. საბერძნეთის ტერიტორიაზე 2016 წლის 2 ივნისს დააკავეს, რის შემდეგაც მის მიმართ ხორციელდებოდა საექსტრადიციო პროცედურები, რაც ქართული მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებით დასრულდა და გ.კ-ს ექსტრადირება 2018 წლის 30 ნოემბერს განხორციელდა. ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ გ.კ. დამნაშავედ სცნო წარდგენილი ბრალდების ყველა ნაწილში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)