11:02 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-23 14:21:55, 1904 ნახვა

სამართალი
შალვა თადუმაძე: თუ ადეიშვილი არ იქნება ბრალდებული, მის კვალიფიკაციასთან პრობლემა არ მექნება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ანა დოლიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს საჯარო მოსმენაზე რამდენიმე შეკითხვით მიმართა.

„ზურაბ ადეიშვილი, რომ არ იყოს ძებნილი და იყოს დღეს პარალელური სტურქტურის თბილისის პროკურორი, როგორი დამოკიდებულება გექნებოდათ მასთან?“ , - მიმართა დოლიძემ მოსამართლეობის კანდიდატს.

საპასუხოდ, თადუმაძემ განმარტა, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა იმ დროინდელ სისტემასთან. მისი თქმით, ადეიშვილისა და მიხეილ ჩინჩალაძის შედარება არასწორია, რადგან ზურა ადეიშვილი დღეს ძებნილია, ამიტომ ეს შედარება სამართლებრივადაც მცდარია:

„მე ჩემი დამოკიდებულება მქონდა იმ სისტემაზე, რაც მაშინ არსებობდა და როგორც გენერალურ პროკურორს, იგივე გამოწვევა მქონდა, მათ შორის, დანიშვნის დროს. პარლამენტიდან ახლაც ხშირად ვისმენ განცხადებებს, რომ იქ მუშაობენ ადეიშვილის კადრები; ადეიშვილის დროს რომ პროკურორი იყო, როგორ შეიძლება ახლაც იყოს პროკურორი - მსგავსი განცხადებები, ჩემი აზრით, ჩვენს სისტემებში არასწორია. თუ კანონში ჩამიწერენ, რომ ადეიშვილის დროს ნამუშევარი პროკურორი არ უნდა მუშაობდეს საქართველოს პროკურატურაში, მე შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებ, ხოლო თუ პოლიტიკოსს არ მოსწონს ის, რომ ადეიშვილის დროს დანიშნული პროკურორი მუშაობს პროკურატურაში, მე გადაწყვეტილებას არ მივიღებ, სანამ იმ დროს დანიშნული პროკურორი არ ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რომლითაც იგი აღარ იმუშავებს საქართველოს პროკურატურაში. რაც შეეხება განცხადებებს „კლანზე“ და ა.შ. შეიძლება პროკურატურაში მსგავსი ტერმინები გაავრცელონ ან თქვან, რომ იქ რაღაც „კლანები“ არსებობს, მაგრამ ამას სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი უზრუნველყოფა და იმის თქმა, რომ არსებობს რაღაც პოლიტიკური „კლანი“. ამიტომ, პოლიტიკოსებმა მიიღონ გადაწყვეტილება, ჩაწერონ კანონში, რომ პროკურატურაში არსებობს „თადუმაძის კლანი“ და ის რომ “თადუმაძის კლანთან“ დაკავშირებულ პირებს ეკრძალება საპროკურორო საქმიანობა. სხვა შემთხევაში, გემოვნებაზე ვერ მოვაწყობთ სისტემას. ჩემს სისტემაში მუშაობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც იმ დროს მუშაობდა, რომლებიც ჩემი მოწინააღმეგე მხარეები იყვნენ სასამართლო პროცეში და თუ რამე მაკავშირებს მათთან, ეს არის მეგობრული ურთერთობა. რადგან კანონმებლობა არ მეუბნება, რომ რაღაც დროის წინ მომუშავე ადამიანს შეუძლია ან არ შეუძლია ხმის ამოღება. თუ ადეიშვილი არ იქნება ბრალდებული, არ მექნება საფუძველი, რომ რაიმე აქვს დაშავებული პროკურატურაში და არ მექნება პრობლემა მის კვალიფიკაციასთან, ბუნებრივია, მე ადეიშვილთან, როგორც თბილისის პროკურორთან ვიმუშავებ“, - განაცხადა თადუმაძემ.

ყოფილი ადვოკატი შალვა თადუმაძე საქართველოს გენერალურ პროკურორად 2018 წლის ივლისში დაინიშნა. მანამდე, 2012 წლიდან ეკავა ჯერ მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შემდგე კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics