|
2019-07-19 12:29:20, 1878 ნახვა
პოლიტიკა
ვოლკერი R2-ზე: ერთ დღესაც „ოცნება“ ოპოზიციაში აღმოჩნდება და მასაც მოუნდება წვდომა მედიაზე
მაკკეინის ინსტიტუტის პრეზიდენტი, კურტ ვოლკერი "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მირებულ გადაწყვეტილებას და ტელეკომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ვოლკერი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში კანონის უზენაესობის დაცვის და სასამართლო გადაწვეტილებისთვის პატივისცემის მნიშვნელობაზე საუბრობს, თუმცა დასძენს, რომ დამოუკიდებელი მედია სივრცის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. „წლების განმავლობაში არსებობდა პრობლემები რუსთავი 2-ის საკუთრების გარშემო. კანონის უზენაესობის პრინციპის გათვალისწინებით, საკუთრების საკითხის განხილვისას, უნდა მიჰყვე სასამართლოს გადაწვეტილებას. ამას რა თქმა უნდა, ექნება შედეგები, მაგრამ უნდა მიჰყვე კანონის უზენაესობის პრინციპს. მეორეა, რომ საქართველოსთვის ან ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ქონა. ვერ გექნება წარმატებული დემოკრატია, თუ მთელ ინფორმაციას, ერთი მხარე და ერთი თვალსაზრისი აკონტროლებს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სასამართლოს ეს გადაწვეტილება ძალაში დარჩეს, ეს არ ცვლის საქართველოსვის დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობას და თუ რეალობა ასეთი არაა, მაშინ რაიმე სხვა უნდა შეიქმნას. არხს პოლიტიკური მიზეზებით არ უნდა ესხმოდნენ თავს, კანონის უზენაესობა და სამართლიანობა ერთი საკითხია, თუმცა თუ ადგილი აქვს პოლიტიკურ მოტივაციას, ეს განსხვავებული თემაა და ასე არ უნდა ხდებოდეს“, - დაამატა მან. თავისუფალი მედია, კურტ ვოლკერის თქმით, ყველა პოლიტიკური მოთამაშის ინტერესშია. ის ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდებს ამ მიზნისკენ წავიდნენ. „დაიცავით კანონის უზენაესობა, ყველა შემთხვევაში და ყველასთვის თანაბრად. იმუშავეთ ბევრი თავისუფალი ინფორმაციის და მედია სივრცის შესანარჩუნებლად და გამოჰყავით ეს პოლიტიკური შეჯიბრიდან. ყველა ქართველის ინტერესშია, იქნება ეს "ქართული ოცნების" თუ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, კანონის უზენაესობა და თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია. როლები იცვლება, ერთ დღესაც "ქართული ოცნება" ოპოზიციაში აღმოჩნდება და მასაც მოუნდება წვდომა მედიაზე. ყველამ ამ გარემოს შექმნისკენ უნდა იმუშაოს“, - აღნიშნა ვოლკერმა.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)