14:56 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 18:20:04, 1701 ნახვა

პოლიტიკა
ოქრუაშვილი - ივანიშვილისგან გზავნილი მივიღე, არ ჩამოხვიდე თორემ დაგიჭერთო

 „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, 4 დღის წინ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისგან წერილი მიიღო, რომ მისი ჩამოსვლის შემთხვევაში დააკავებდნენ.

 როგორც  ოქრუაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, დღეს დილით მისი დაცვის წევრი დააკავეს.

„ოთხი დღის წინ ივანიშვილისგან გზავნილი მივიღე. არ ჩამოხვიდე თორემ დაგიჭერთო. პასუხი მისთვის გასაგებ ენაზე შევუთვალე пошел на хуй-მეთქი. პასუხის პასუხად, დღეს დილას ჩემი დაცვის ერთი წევრი და უახლოესი ადამიანი კობა კოშაძე დააკავეს. იარაღი ჩაუდეს. ჯერ ერთი საქართველოში არ ვარ და თან არ მახლავს იარაღით რომ ევლო. მეორე, ამ დაძაბულობის ფონზე, როდესაც იცი რომ ყურადღების ცენტრში ხარ, მხოლოდ იდიოტს შეუძლია იარაღით იაროს. მესამე, იარაღი, 2016-ში ორივეს, რომ გვესროლეს და კობა დაჭრეს მაშინ არ ქონდა და ეხლა რაში სჭირდებოდა? ზეგ ვბრუნდები პასუხი რუსულად, რომ უფრო მკაფიოდ ვუთხრა მეფისტოფელს. ისე საკაშვილმაც კოშაძის დაჭერით დაიწყო 2007-ში, მერე როგორც გაგრძელდა კი იცით. ერთი რამ ზუსტად ვიცი. ივანიშვილი ხელისუფლებიდან აუცილებლად წავა, მაგრამ საზღვარგარეთ ნამდვილად ვერა. ქსანის ციხის ბინადარი გახდება დიდი ხნით, სადაც ზაფხულში ყველაზე ძალიან ცხელა და ზამთარში პირიქით. მატროსოვი და გლდანი დიდი ფუფუნება იქნება მისთვის. მისი გაკულაკების მომსწრე კი ყველა ერთად გავხდებით. მხოლოდ დროის საკითხია ეს ყველაფერი. აგერ თქვენ და აგერ მე თუ მასე არ მოხდება“, - წერს ოქრუაშვილი





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics