|
2019-07-16 19:17:15, 1794 ნახვა
საზოგადოება
გოგებაშვილის „დედა ენა“ არ იქნება ერთადერთი, ის სხვა გრიფირებული სახელმძღვანელოების ნუსხას დაემატება
იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაემატა უკვე არსებულ 6 გრიფირებულ „დედა ენას“ და პედაგოგი გადაწყვეტს, თუ რომელი მათგანი გამოიყენოს რესურსად - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ბატიაშვილი აღნიშნავს, რომ პედაგოგის არჩევანის შესაბამისად, ყველა პირვერკლასელი მიიღებს გოგებაშვილის „დედა ენას“ ისევე, როგორც მიიღებს სხვა ავტორების „დედა ენას“. „მოგეხსენებათ, რომ არსებობს გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომელიც შეტანილია სკოლაში. პედაგოგები წყვეტენ რომელი გრიფირებული სახელმძღვანელო აირჩიონ იმისთვის, რომლითაც ბავშვს უნდა ასწავლონ კლასში. რაც შეეხება გოგებაშვილის დაბრუნებას, - საუბარია იმაზე, რომ გვაქვს სხვადასხვა ავტორების მიერ შედგენილი დედაენის 6-მდე სახელმძღვანელო, რომელიც სკოლაში როგორც აქამდე ისწავლებოდა, ისე გააგრძელებენ სწავლას ამ სახელმძღვანელოებით. იაკობ გოგებაშვილსაც, მგონი აქვს უფლება, რომ სხვა ავტორების დედა ენასთან ერთად, გოგებაშვილის დედა ენასაც მივცეთ უფლება, რომ რომელი პედაგოგიც გადაწყვეტს, აირჩიოს როგორც რესურსი, ჰქონდეს ამის შესაძლებლობა. ასევე, შეუძლია აირჩიოს სხვა დედაენასთან ერთად, როგორც დამხმარე რესურსი. როგორც ვთქვით, ყველა ბავშვი პირველ კლასში მიიღებს დედა ენას, როგორც იღებს უფასოდ სხვა სახელმძღვანელოებს , სხვა დედა ენებთან ერთად ამ დედაენასაც ყველა მიიღებს უფასოდ. სხვა ავტორების გრიფირებული სახელმძღვანელოები, რომლებიც არსებობდა, რჩება და ამას ემატება გოგებაშვილის დედა ენა , რომელიც შესაძლებელია, რომ პედაგოგმა ისარგებლოს როგორც დამხმარე რესურსად, ისე ძირითად რესურსად , ამას უკვე ადგილზე წყვეტს კონკრეტული პედაგოგი კონკრეტულ კლასში,“- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მაუწყებლებს, რომლებსაც საინფორმაციო გამოშვება არ აქვთ, უცხოური დაფინანსების მიღება აღარ აეკრძალებათ
პაპუაშვილი სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - ვისაც იხუტებს ბრიუსელი, ისინი ცდილობენ ზიზღის დათესვას
რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია
კობახიძე სოციალურ ქსელებში ცენზურაზე - სახელმწიფო უზრუნველყოფს ეფექტიან რეაგირებას
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)